TERMS AND CONDITIONS

ამ ხელშეკრულებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Mobile Payment Systems” ("ოპერატორი") გთავაზობთ ელექტრონული საფულე "Portmane" ("ელექტრონული საფულე") მომსახურებას, რომელიც მოიცავს გადახდისა და ფულადი გზავნილების განხორციელებას (ფულადი სახსრების, უნაღდო, ელექტრონული) ამ შეთანხმებაში მითითებული ტექნიკური საშუალებებით.

ეს შეთანხმება მიმართულია ინდივიდუალურ და იურიდიულ პირებზე და წარმოადგენს ოპერატორის შეთავაზებას ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ელექტრონული საბანკო მომსახურების მიწოდების შესახებ (შემდგომში "შეთანხმება" ან "ზემოთ" - "შეთანხმება"), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული საფულის“ ხელშეკრულების შესრულების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს და ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი ახორციელებს ამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ქმედებებს და ეს ნიშნავს ხელშეკრულების ყველა წესისა და პირობის მიღებას შეზღუდვის გარეშე.

აღნიშნულ შეთავაზაებაში გამოყენებული ტერმინები და განსაზღვრებები:

    •  

ოპერატორი - შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) «Mobile Payment Systems», მისამართი: ქ. თბილისი ს. ცინცაძის 12 , IV სართული ;

    •  

შეთანხმება - შეთანხმება ელქტრონული საფულის მომსახურების მიწოდების შესახებ, იმ პირობებით რომელიც მოცემულია ხელშეკრულებაში;

    •  

მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ოპერატორთან და აქვს უფლება შეასრულოს ოპერაციები „Portmane” ელექტრონული საფულის მეშვეობით;

    •  

საკომისიო - ანაზღაურება , რომელსაც მიიღებს ოპერატორი ან ოპერატორის აგენტი შეასრულებული მომსახურების სანაცვლოდ;

    •  

მომხმარებლის სახელი - საიდენტიფიკაციო ნომერი - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი (მომხმარებლის ელექტრონული საფულის ნომერი.) ელექტრონული საფულის რეგისტრაციისას თითოეულ მომხარებელს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი რომელიც იდენტურია მომხმარებლის ტელეფონის ნომრისა. ელექტრონულ საფულეში შესასვლელ კოდს მომხმარებელი აყენებს თვითონ.

    •  

ოპერაცია - ოპერატორის ქმედებები კლიენტის დავალებით ან სხვა საფუძვლით, რომელიც მიზნად ისახავს ტრანზაქციების შესრულებას, თანხმების ჩამოწერას ელქტრონული საფულიდან მომხმარებლის ელექტრონულ საფულეზე;

    •  

გადამხდელი - პირი, რომელიც ასრულებს ტრანზაქციებს მიმღების სასარგებლოდ;

    •  

მიმღები - ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვის სასარგებლოდაც ხორციელდება ტრანზაქცია;

    •  

ოპერაციის შესრულების ბრძანება - მომხმარებლის განცხადება მოქმედების შესრულებაზე, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რომელიც შესაძლებელს ხდის ქმედების შესრულებას;

    •  

Portmane”- ის ვებ მისამართი - ელქტრონული საფულის ოფიციალური ვებ მისამართი, განთავსებული ქსელში მისამართზე: www.pormane.ge;

    •  

ელექტრონული საფულე “Portmane“-ის მომსახურება - ოპერატორის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების საშუალებების მომხმარებელისთვის ოპერატორის სისტემაში ელექტრონული საფულის გადაცემის საშუალებით;

    •  

ელექტრონული ფული - მონეტარული ღირებულების ელექტრონული ეკვივალენტი, რომელიც ინახება ტექნიკურ (მობილურ) მოწყობილობაში და გამოიყენება გადახდების განხორციელებისათვის;

    •  

ელექტრონული საფულე - მომხმარებლის ვირტუალური ანგარიში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეასრულოს ისეთი მოქმედებები როგორიცაა: თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა. გარდა ამისა ელექტრონულ საფულეს გააჩნია საბანკო ანგარიშის მსგავსი შესაძლებლობები, რაც გულისხმობს ფინანსური და ელექტრონული ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას. მოქმედებები შესაძლოა შესრულდეს ნებისმიერ დროს და ადგილას, ინტერნეტის ან მობილური ქსელის არსებობის შემთხვევაში;

    •  

ამ ნაწილში განსაზღვრული პირობები განმარტებულია ამ ხელშეკრულების ტექსტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;



1. ჩვენი სხვა მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ რომ:



1.1 ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 7-დან 18 წლამდე პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ ხელშეკრულება, მიიღოთ სერვისის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;



1.2 განუხრელად დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სერვისით სარგებლობის პირობებს;



1.3 წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

1.4 დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;



1.4 დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;



1.5 მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის ან ნებისმიერი რეკვიზიტის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;



1.6 ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნების მისაღწევად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს ან სხვა მსგავს ინფორმაციას;



1.7 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;



1.8 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;



1.9 არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით;



1.10 ვებგვერდს ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;



1.11 არ განახორციელებთ კანონით აკრძალულ ისეთი ქმედება(), როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორისტთა/ტერორიზმის დაფინანსება ან ხელშეწყობა, იარაღის შესყიდვა და ..;



1.12 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით.



1.13 გეკრძალებათ ელექტრონული ანგარიშის სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა, თუ ელექტრონული ანგარიში მფლობელად რეგისტრირებული ხართ, როგორც მეწარმე სუბიექტი;



1.14 თუ ხართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი ან მეწარმე სიბიექტი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე, თქვენ გაქვთ უფლება ელექტრონული ფულის სქემაში მონაწილეობდეთ, მხოლოდ როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდეთ, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. თქვენ უფლება გაქვთ ელექრონული ანგარიში გამოიყენოთ გადახდის ოპერაციის დროს მხოლოდ თანხის მისაღებად. თუ საგადახდო მომსახურებით სარგებლობთ, როგორც იურიდიული პირი ან მეწარმე სუბიექტი, აუცილებელია გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია და მიუთითოთ თქვენი მოქმედი საბანკო ანგარიში, ვინაიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღეში აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვას.



1.15 ჩვენი სერვისით ყოველი სარგებლობისას, თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი მონაცემები ჩვენ მიერ შესაძლებელია გადამოწმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.



1.16 არ ხართ პოლიტიკურად აქტიური პირი (უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი,

Privacy policy